logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
მედია თემის შესახებ
20.05.2016

GHN-მე, ირაკლი შოთაძეს, არ მგონია, რომ 25 800 ფაილი საკმარისია ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებისთვის - ეკა გიგაური

ამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი ეკა გიგაური მთავარი პროკურორის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანაცხმადაც, პროკურატურას გამოძიების ჩატარების  შესაძლებლობა არ ჰქონდა, ვიდრე არ მოხდა აღნიშნული უკანონო ჩანაწერების ქსელში ატვირთვა და გავრცელება. 
ეკა გიგაურის შეფასებით, ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას გამოძიების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

,, ანუ ამ კაცმა თქვა შემდეგი:
1. მიუხედავად იმისა, რომ მე , ირაკლი შოთაძე, დღეს მაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერების არქივი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და რომელშიც დაახლოებით 26 000 ათასი ფაილია, მე მაინც ვერ დავადგენ ვინ იდგა ამ არქივის შექმნის უკან, ვინ გასცემდა უკანონო ბრძანებებს და ვინ ასრულებდა ამ ბრძანებებს, რადგან 26 000 ფაილიდან 200 წაშალა კომისიამ და 25 800 არ არის საკმარისი რომ ეს დავადგინო.
2. 26 000 ფაილიდან 200 ფაილის განადგურების მიზნით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სადაც უმრავლესობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ. მიუხედავად ამისა უმცირესობაში მყოფი არასამთავრობოების "ბრალი" ყოფილა, რომ კომისიამ 26 000 მხოლოდ 200 ფაილის წაშლის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა ამაში არ იკვეთება.
3. მე, ირაკლი შოთაძე, როდესაც კომისიის სხდომებზე ვიჯექი, განადგურების გადაწყვეტილებას კი არ ვემხრობოდი მაგრამ მაინც საჯაროდ ამ გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, ეს ყველაფერი კი არასამთავრობოების ბრალია, მათ ძალიათ მიმაცემინეს ხმა და ოქმსაც ძალით მომაწერინეს ხელი.
4. როდესაც 26 000 ფაილიდან 200 ფაილი გავანადგურეთ, მე, ირაკლი შოთაძემ, პირადად კი გადავიბარე ის დარჩენილი 25 800 ფაილი და კი დავპირდი საზოგადოებას, რომ გამოვიძიებ მაგრამ მაშინ ფაქტიურად მოვიტყუე, რადგან ვფიქრობდი რომ 25 800 ფაილი საკმარისი მტკიცებულება არ იყო ჩემთვის და იმასაც კი ვერ დავამტკიცებდი, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.
5. ძვირფასო საზოგადოება არ გქონდეთ გამოძიების იმედი, რადგან მე, ირაკლი შოთაძეს, არ მგონია, რომ 25 800 ფაილი საკმარისია იმისთვის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დავაყენო. მე არაფერ შუაში ვარ, ეს არასამთავრობოები ურევენ რაღაცას. მე ზოგადად კარგი პროკურორი ვარ. წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების პირობებშიც”, - აცხადებს ეკა გიგაური.

 

 

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პროკურატურას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძიებინა ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტიმურ ხასიათს შეიცავდა, - ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადების საპასუხოდ განუცხადა. 
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ 26 000 უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერიდან პროკურატურას რეაგირება არც ერთზე არ მოუხდენია და დღემდე უცნობია, ვინ აგო პასუხი უკანონო ქმედებებისთვის. 

„ის ჩანაწერები, რაც ჩვენთან გამოიგზავნა, არც ერთი არ შეიცავდა ინტიმურ ხასიათს. სხვათა შორის „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები იყვნენ იმ კომისიის წევრებიც, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ინტიმური ხასიათის ჩანაწერების განადგურებაზე, რომელთა ნაწილის ატვირთვა მოხდა უკანონოდ. ჩვენ შესაძლებლობა არ გვქონდა აქამდე ამ საქმეების გამოძიების, ვიდრე ამ ჩანაწერების ნაწილი არ აიტვირთა უკანონოდ ქსელში. შესაბამისად, ატვირთვის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და ის პირები, ვინც ეს ინტიმური ხასიათის ჩანაწერები გააკეთა, ყველანი იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ ის 26 000 ჩანაწერი, რაც პროკურატურაში გამოძიებისთვის გადაიგზავნა, საკმაოდ მოცულობითია და მათ ნახვას, ექსპერტიზის ჩატარებას და საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ირაკლი შოთაძის თქმით, ამას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.