logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
მედია თემის შესახებ
27.07.2016

ნინო ლომჯარია - ფაქტები, რომელზეც გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა, შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს

ის ფაქტები, რომელზეც გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა, შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა, ”სამართლიანი არჩევნების” წევრმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეების სახელები და გვარები არ დაუსახელებია. „გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ გარკვეული ზეწოლების შესახებ. მან ისაუბრა რამდენიმე ფაქტის შესახებ, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. არ ყოფილა დასახელებული მოსამართლეების კონკრეტული სახელი და გვარები. ის ფაქტები, რომლებზეც მან ისაუბრა შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას. მისი მხრიდან არც საქმეებზე არ ყოფილა დაკონკრეტება, თუ რომელ საქმეებთან დაკავშირებით ხდებოდა ზეწოლა. ამასთან, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მათ მიმართეს პროკურატურას, თუმცა არ მომხდარა რეაგირება, ამიტომ მას გააჩნია საგამოძოებო უწყების მიმართ უნდობლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. ერთი მხრივ, მოსამართლეებმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ფაქტების დროული და ობიექტური გამოძიება და ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებიც მისცემენ ჩვენებას, უნდა მისცეს მყარი გარანტიები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თავის მხრივ, გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო იმ ქმედებებს, რაც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით. „არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებულები არიან ჩატარდეს ადეკვატური გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა ამ კითხვას. ისინი ასევე მზად არიან რომ თითოეულ მოსამართლეს, რომლებზეც მიმდინარეობს ზეწოლა და რომლებსაც საგამოძიებო ორგანოებთან მოუწევთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არ არის ნდობა, გვერდში დაუდგნენ და დაეხმარონ, მათ შორის სამართლებრივად“,

- განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.