logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
მედია თემის შესახებ
02.08.2012

Media.ge - 3 აგვისტოდან ტელეკომპანიებისა და საკაბელო ოპერატორებისთვის must carry-ს პრინციპი უნდა ამოქმედდეს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს დანიშნა, ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადება პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ 1 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწვეულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო.

 

ამრიგად, საარჩევნო კოდექსის მიხედვით სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონი ძალაში არჩევნების დანიშვნიდან 3 დღეში უნდა შევიდეს. 3 აგვისტოდან წინასარჩევნო პერიოდში არჩევნების დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საკაბელო ოპერატორებს  თავიანთ  სამაუწყებლო პაკეტში  ყველა ქართული ტელეარხის ჩასმა მოუწევთ. შესაბამისი ვალდებულება საკაბელო ოპერატორებს პარლამენტმა  მიმდინარე წლის 29 ივნისს დააკისრა და საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანა.

 

 „მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა რწმენა რომ ეს არჩევნები იქნება სამაგალითო, კამპანია კი ღია და გამჭვირვალე“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, სადაც მითითებულია ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით გადადგა. 

 

პრეზიდენტმა Must Carry-ს პრინციპთან ერთად ყურადღება საარჩევნო სიების დაზუსტებასა და „ავტორიტეტული“ საერთაშორისო ორგანიოზაციების  სადამკვირვებლო მისიების მოწვევის ინიციატივაზე გაამახვილა.

 

სამოქალაქო ორგანიზაციებმა  მიმდინარე წლის გაზაფხულზე გააქტიურეს თავიანთი ძალისხმევა ეგრეთ წოდებული must cary-ს პრინციპის საქართველოში დანერგვის მიზნით.  მათი აზრით, ზოგიერთი ტელეკომპანია, მაგალითად, „მაესტრო“, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს, დისკრიმინაციულ მდგფომარეობაშია, იმის გამო, რომ საკაბელო კომპანიები უარს ამბობენ, მისი გადაცემების ტრანსლირებაზე, მაშინ,  როცა მსგავსი პრობლემის წინაშე არ დგანან  ხელისუფლებასთან ასოცირებული მაუწყებლები, მათ შორის კერძო ნაციონალური ტელემაუწყებლები.

 

must cary-ს პრინციპი აისახა  საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში, რომელიც სამოქალაქო სექტორმა,  მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით,  ხელისუფლებას შეთავაზა

 

პარლამენტის მიერ წინასაარჩევნოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება სავალდებულო ტრანზიტთან (must carry) დაკავშირებით მხოლოდ საერთოსამაუწყებლო ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიებს შეეხება, რომლებიც საკუთარპროგრამებს სიხშირული სპექტრითა და სატელიტის საშუალებით ავრცელებენ“. საქართველოში 40-მდე   ტელეკომპანია   და 113 საკაბელო ოპერატორია.

 

www.media.ge