logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ახალი ამბები
20.02.2017

რას ცვლის ფარული მიყურადების მარეგულირებელი ახალი კანონპროექტი

2017 წლის 6 თებერვალს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. სააგენტოს ასევე ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები. შესაბამისად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის ნაცვლად, კანონპროექტით იქმნება სუს-ის ერთეული კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკით.