ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა.

გთხოვთ, შევსებული სარჩელი ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და მოგვაწოდოთ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართებზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი; ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 74, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ოფისი; ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას 11, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ოფისი. ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ მობრძანდეთ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ ადგილზე შეავსოთ სარჩელი. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.